მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ბაგრატის ტაძარი ნადგურდება, 7 თვეზე მეტია წყალი ჩადის, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს“

“ბაგრატის ტაძარი ნადგურდება, 7 თვეზე მეტია წყალი ჩადის, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს“

გელათში წარმოებული არასწორი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ განადგურების პირასაა ბაგრატის ტაძარიც.

სპეციალისტების თქმით, ისტორიულ ძეგლში უკვე 7 თვეზე მეტია, წყალი ჩადის, თუმცა ხელისუფლებას ამ ფაქტზე რეაგირება არ აქვს.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები ყოფილი ხელისუფლების დროს ჩატარდა, ახლა კი ამ ფაქტს თეა წულუკიანი გელათში წარმოებული არასწორი სამუშოების გადასაფარად იყენებს.

„რამდენიმე თვის წინ ეროვნული სააგენტოს განცხადებაში საუბარი იყო ბაგრატში წყლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ეს განცხადება საეჭვოდ ემთხვეოდა ფაქტს, როდესაც ჩვენ ვახდენდით გელათში არსებული კატასტროფის გამოვლენას, რაზეც მაშინ სააგენტოს ჰქონდა პოზიცია, რომ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა და ისრები გადატანილი იყო ბაგრატის მიმართულებით.

ამ ამბიდან თვეების შემდეგ ვხედავთ, რომ სიტუაცია არ იცვლება, არაფერი არ კეთდება მიუხედავად ოფიციალური დანახარჯისა ბიუჯეტიდან. ორივე შემთხვევაში დაზიანებაზე პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, ეკისრება სახელმწიფოს, კულტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს და სააგენტოს, რომელიც უნდა მუშაობდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” თავმჯდომარე თორნიკე ბარათაშვილი.

 

 

კომენტარები