მთავარიახალი ამბებისლაიდი

ბაგრატის ტაძრის ეზო ნარჩენებითაა სავსე (Video)

ბაგრატის ტაძრის ეზო ნარჩენებითაა სავსე (Video)

ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზო ნარჩენებითაა სავსე.

ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს ტაძრის ეზოში მიმოფანტული ნარჩენები.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბაგრატის ტაძრის ეზო ამ მდგომარეობაშია და ეს იქცევს ტურისტების ყურადღებას. არაერთი მსგავსი ფაქტი დაგვიფიქსირებია, გვისაუბრია ამაზე, თუმცა არაფერი იცვლება.

სირცხვილია, როდესაც ტურისტი მოდის კულტურული ძეგლის სანახავად და მის ყურადღებას დაბინძურებული ეზო იქცევს“, – აცხადებს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი.

კომენტარები