მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბარსელონაში სამტრედიელი ძმების გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბარსელონაში სამტრედიელი ძმების გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბარსელონაში რამდენიმე დღის წინ ხანძრის შედეგად სამტრედიელი ძმების, გიორგი და საბა მატარაძეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი ესპანეთში 2 თვის წინ ჩავიდნენ და იქ ბიზნესის დაწყებას გეგმავდნენ.

ძმები მატარაძეები ბარსელონაში, სანტა კოლომაში ცხოვრობდნენ. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ტრაგედია 4 მაისს, 05:00 საათზე, სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დატრიალდა.

მაშველებმა პირველი და მეორე სართულის სადარბაზოში ხანძრის ორი კერა აღმოაჩინეს. ხანძარს კორპუსში მცხოვრები 3 ადამიანი, მათ შორის, ძმები მატარაძეები ემსხვერპლნენ, მეოთხე დაშავებული კი მძიმე მდგომარეობაშია.

სავარაუდოდ, ბიჭები კვამლისგან გაიგუდნენ. როგორც ესპანური პრესა წერს, ეს კორპუსი, კონფლიქტური მცხოვრებლებით გამოირჩეოდა. საბედისწერო კორპუსის პირველ სართულზე კრიმინალური წრეების წევრი მამაკაცი ცხოვრობდა, რომელსაც კორპუსის მობინადრეებს შორის არაერთი მომჩივანი ჰყავდა.

მამაკაცი ოჯახთან ერთად ბინაში უნებართვოდ იყო შეჭრილი, რომელსაც, საბოლოოდ, სასამართლოს გზით საცხოვრებელი სახლი დაატოვებინეს. მიზანმიმართული ხანძრის გაჩენის მოტივიც შურისძიება იყო.

“სავარაუდოდ, განაწყენებულმა, შურისძიების მიზნით, შუაღამისას, როცა შენობაში მყოფებს ეძინათ, ხანძარი გააჩინა. კვამლის შედეგად გარდაცვლილები არიან ძმები მატარაძეები და მეორე სართულზე მცხოვრები ესპანელი ქალი, რომელიც, ასევე, გაიგუდა.

დანარჩენები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნული მამაკაცი ამ ტრაგედიის შემდეგ დასაკითხად წაიყვანეს.

სავარაუდოდ, მას დააკავებენ, რადგან არის ვერსია, რომ ხანძარი სწორედ მან, განგებ გააჩინა, რასაც უდანაშაულო ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა”, – წერს ესპანური მედია.

კომენტარები