მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ბარ-რესტორან “ეპოქაში“ 17 დეკემბერს “ვოისის” გამარჯვებული მაგდა ივანიშვილი იმღერებს

ბარ-რესტორან “ეპოქაში“ 17 დეკემბერს “ვოისის” გამარჯვებული მაგდა ივანიშვილი იმღერებს

მუსიკალური შოუ “ვოისის” გამარჯვებული მაგდა ივანიშვილი, 17 დეკემბერს ქუთაისელი მსმენელის წინაშე წარსდგება.

მეგა შოუს გამარჯვებულს, ქუთაისში რუსთაველის გამზირზე მდებარე ბარ-რესტორი “ეპოქა” უმასპინძლებს.

ყველაზე რეიტინგული მუსიკალური შოუს გამარჯვებული, ბარ-რესტორანში მისული მსმენელის წინაშე 19:00 საათზე წარსდგება.

როგორც “ეპოქაში” განაცხადეს, ახალგაზრდა მომღერლის მოსასმენად მოთხოვნა დიდია, რის გამოც საღამოზე დასასწრებად მსურველებმა ჯავშანი წინასწარ უნდა გააკეთონ.

დასწრების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე – 595 958 695

მიუხედავად იმისა, რომ ბარ-რესტორანი “ეპოქა” ცოტა ხნის წინ გაიხსნა, ადმინისტრაციამ ერთგული მომხმარებლის განწყობის შესაქმნელად ბევრი ნიჭიერი და წამყვანი მომღერალი შეითანხმა.

კომენტარები