მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ბიძოს” მთავრობამ “ხახამშრალი” რომ დაგტოვათ”, ამაზე პროტესტი რატომ არ გიჩნდებათ?!”

“ბიძოს” მთავრობამ “ხახამშრალი” რომ დაგტოვათ”, ამაზე პროტესტი რატომ არ გიჩნდებათ?!”

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი ანა კოხრეიძე იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების დროს თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებენ.

მსახიობის თქმით, მოქმედი ხელისუფლება ამავე თეატრის მსახიობებს ხელფასების ზრდასა და შენობის რეაბილიტაციას დაჰპირდა, თუმცა არ შესრულდა, დასი და ადმინისტრაცია კი ამ ყველაფრის მიუხედავად, ისევ ყოფილი ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს.

“იცით რა მიკვირს? მესხიშვილის თეატრში წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებულ რემონტს რომ აპროტესტებთ, “ბიძოს” მთავრობა მაგარ რემონტს დაგპირდათ, ხელფასების მომატებაც და “ხახამშრალი” დაგტოვათ”, ამაზე პროტესტი რატომ არ გიჩნდებათ?!

რაც შეეხება უნიკალური შენობის გვერდით რამდენიმე მეტრში გაურკვეველი შენობის “წამოჭიმვას” და ასწლოვანი ნაძვების დაჭრას, ეს კიდე სხვა თემაა”, – წერს ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი ანა კოხრეიძე.

კომენტარები