“ბოდიში არა და არასოდეს”, – ამ სლოგანით ქუთაისში, 20:00 საათზე საპროტესტო აქცია ჩაინიშნა.
ორგანიზატორების თქმით, რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა ქართველ ხალხს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისთვის ბოდიში მოახდევინოს, რასაც ისინი არ იზამენ.
“ჩვენი ვალია, საქართველოს და ქართველი ხალხის ღირსება დავიცვათ. რეჟიმს პასუხი უნდა გავცეთ! დღეს, 20:00 საათზე ქალაქის ცენტრში, თეატრის წინ, რეჟიმს ჩვენი მკაფიო პოზიცია გავაგებინოთ”, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ისაუბრა.
“აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები“, – აღნიშნა მან.
კომენტარები