მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის”

“ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს მოსამართლეს და დარბაზში შეკრებილებს აჩვენა როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია ამჟამად.

მან ყველას “არაეთიკური სურათისთვის” ბოდიში მოუხადა.

მოსამართლემ მოგვიანებით ჩართვის ლინკი გათიშა და მიხეილ სააკაშვილს უთხრა ჩაეცვა, რადგან ის უკვე აღარ ჩანდა.

ცოტა ხნის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავადვე აღარ ისურვა განმეორებით ჩართვა, სხდომა კი მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა.

მესამე პრეზიდენტმა სხდომაზე მიმართვა ქართულად და უკრაინულად გააკეთა.

კომენტარები