მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბორჯომის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კვლევების აქცია გაიმართა

ბორჯომის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კვლევების აქცია გაიმართა

“ძალადობის მსხვერპლთა იურიდიული დახმარების საერთაშორისო ცენტრის”, შპს “ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრისა” და ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობით, ბორჯომის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კვლევების აქცია გაიმართა.

ბორჯომის მოსახლეობას უფასო კონსულტაციები “ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის” პროფესიონალმა მედიკოსებმა გაუწიეს.

უფასო კვლევების აქცია სასტუმრო “ბორჯომი აისში” გაიმართა. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, მსგავსი ტიპის აქციებს მიესალმებიან და სამომავლოდ აქციების კვლავ განხორციელების სურვილს გამოთქვამენ.

“ჩვენი ორგანიზაცია პერიოდულად მართავს სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო აქციებს. ვიყავით ბორჯომში, სადაც მოსახლეობას საშუალება ჰქონდა სრულიად უფასოდ მიეღო პროფესიონალი ექიმების კონსულტაცია და ეზრუნათ ყველაზე მთავარზე – ჯანმრთელობაზე.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს – “ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრს”, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკს და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, რომელთა მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა მოსახლეობისათვის მსგავსი ტიპის აქტივობა შეგვეთავაზებინა.

ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ჩვენს ბენეფიციარებს, საზოგადოებას მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტები შევთავაზოთ”, – აცხადებს “ძალადობის მსხვერპლთა იურიდიული დახმარების საერთაშორისო ცენტრის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სალომე გვენეტაძე.

კომენტარები