მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ასევე, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო”

“ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ასევე, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო”

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემანი უფასო გახდება.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება ახალ პენიტენციურ კოდექსში იქნება ასახული.

“იუსტიციის სამინისტრომ, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, მოამზადა ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი, რომლის ინიცირება პარლამენტში მოხდება. ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. ასევე, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო. დღეს, მაგალითად, 60 ლარის გადახდა უწევთ სრულწლოვანებს, არასრულწლოვანებს კი – 30-ის. შესაბამისად, ეს იქნება საკმაოდ დიდი შეღავათი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები