მომღერალი, კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე, საკუთარი ანდერძის თანახმად, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს.
ვახტანგ კიკაბიძე თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი და გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ბუბა კიკაბიძეს გამოემშვიდობნენ.
დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, მათ შორის უკრაინის კულტურის მინისტრი, რომელმაც პრეზიდენტ ზელენსკის გამოსამშვიდობებელი წერილი წაიკითხა.
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.
კომენტარები