მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები თბილისში ავარიაში მოჰყვა – ტოდორ ნედელევი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები თბილისში ავარიაში მოჰყვა – ტოდორ ნედელევი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ბულგარეთის ეროვნული ნაკრები თბილისში, სასტუმროსაკენ მიმავალ გზაზე ავარიაში მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრები დასაბინავებლად 2 ავტობუსით მიემგზავრებოდნენ, როდესაც ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა გვირაბში არასწორი მანევრი გააკეთა და მეორეს დაეჯახა.

ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავის ქალა აქვს გატეხილი, თუმცა ამ დროისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია დ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოსა და ბულგარეთის შეხვედრა 12 ივნისს, “დინამო არენაზე“ გაიმართება.

კომენტარები