მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბუჩაში რუსი აგრესორების მსხვერპლთა ხსოვნას ხვალ ქუთაისში მიაგებენ პატივს

ბუჩაში რუსი აგრესორების მსხვერპლთა ხსოვნას ხვალ ქუთაისში მიაგებენ პატივს

ხვალ ქუთაისში უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი აგრესორების მიერ მოკლულთა ხსოვნას მიაგებენ პატივს.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 20:00 საათიდან თეთრ ხიდზე მოქალაქეები ყვავილებით და სანთლებით მივლენ.

„ხვალ ქუთაისში, თეთრ ხიდზე 20:00 საათიდან ყვავილებით და სანთლებით პატივი მივაგოთ პუტინის და რუსი ჯალათების მიერ ბუჩაში მოწყობილი გენოციდის დროს დაღუპულებს

არა გენოციდს! არა ძალადობას! სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!“, – აცხადებს ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია.

კომენტარები