მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ბუჩქებიდან გამოვარდა და ტუჩებში მეცა”-ხონში ქალი ტურამ დაკბინა (Video)

“ბუჩქებიდან გამოვარდა და ტუჩებში მეცა”-ხონში ქალი ტურამ დაკბინა (Video)

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშში, ადგილობრივი ტურამ დაკბინა. დაზარალებული ნანა მიქაძე ყვება, რომ ტურა ბუჩქებიდან გამოვარდა და ქალბატონს დაზიანებები მიაყენა.

“მეზობლიდან მოვდიოდი, უცებ ბუჩქებიდან ტურა გამოვარდა, მეცა სახეზე და დამკბინა. ასევე დაზიანებები მაქვს ხელზეც”, – აცხადებს დაზარალებული.

ქალი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა და იქ გაეწია სამედიცინო დახმარება.

კომენტარები