მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“გადაადგილების უნარიც აღარ აქვს, ადამიანი იღუპება, ერთადერთი გამოსავალია საზღვარგარეთ გადაყვანა”

“გადაადგილების უნარიც აღარ აქვს, ადამიანი იღუპება, ერთადერთი გამოსავალია საზღვარგარეთ გადაყვანა”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები საფუძველია იმისა, რომ მესამე პრეზიდენტი დაუყონებლივ იქნას გადაყვანილი უცხოეთში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

“მთავარი მოთხოვნაა რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი საზღვარგარეთ შესაბამის სამკურნალო კლინიკაში გაშვება, რაც ითვალისწინებს ხანგრძივ რეაბილიტაციის კურსს. ვინაიდან ადგილზე ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა და დღითიდღე უარესდება. გავიხსენოთ, რომ “ვივამედში” შევიდა თავისი ფეხით და დღესდღეობით გადაადგილების უნარიც არ აქვს. ადამიანი იღუპება პირდაპირი გაგებით. ერთადერთი გამოსავალია მოხდეს საზღვარგარეთ მისი გადაყვანა”, – განაცხადა გიორგი საააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას თქმით, აქციის მიზანია, რომ გადაარჩინონ ერთი ადამიანის სიცოცხლე.

“არ იყო ეს მასშტაბურად ორგანიზებული, ეს იყო ექიმების ინიციატივა და მე გამიკვირდა, რომ ბევრი ხალხი მოვიდა, არა მარტო ექიმები. საერთოდ ეს სივრცე ცნობილია გამოსვლებით უკვე მრავალი წელია, მაგრამ 2003 წელს მე ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ისევ დავუბრუნდებოდით ამ მდგომარეობას.

დღევანდელი აქცია სრულიად მშვიდობიანი აქციაა, ჰუმანიტარული მიზნები აქვს. ოჯახისა და დღევანდელი აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, გადავარჩინოთ ადამიანი, რომელიც დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში”, – განაცხადა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქცია იმართება. აქციაზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, მედიკოსები და პოლიტიკოსები. აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ.

კომენტარები