მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გადარჩენა უნდოდათ მამაკაცის და დააბრუნეს თვითმფრინავი, თუმცა სამწუხაროდ, მგზავრი გარდაიცვალა”

“გადარჩენა უნდოდათ მამაკაცის და დააბრუნეს თვითმფრინავი, თუმცა სამწუხაროდ, მგზავრი გარდაიცვალა”

ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დააბრუნეს.

აფრენის დროს ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა, რის გამოც ეკიპაჟმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

პილოტებს საწვავის მარაგის დასახარჯად აეროპორტის თავზე ფრენა მოუხდათ.

60 წლამდე მამაკაცი, რომელიც შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.

“მამაკაცმა თავი აფრენიდან მალევე შეუძლოდ იგრძნო, გადარჩენა უნდოდათ და დააბრუნეს თვითმფრინავი, თუმცა სამწუხაროდ, მგზავრი გარდაიცვალა”, – აცხადებენ მგზავრები.

ქუთაისი-პარიზის რეისი 21:30 საათზე შესრულდება.

კომენტარები