მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ და ახლა, მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე?”

“გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ და ახლა, მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე?”

გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ და ახლა, მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე? – ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას.

სასულიერო პირის თქმით, ეს საკითხი მისი შესაფასებელი არ არის.

„ჩემი აზრები ჩემთან იქნება. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. მე, როცა ჩემ ფიქრებში მოგიწვევთ, მაშინ შეიძლება გაგცეთ [პასუხი]. დააკვირდით, ეს საქართველომ გააკეთა? ჩვენზე იყო რამე დამოკიდებული?”- განაცხადა მეუფე ანტონმა.

რუსეთის მიერ საქართველოსთვის ფრენების აღდგენას აფასებს თუ არა პროვოკაციად, მეუფე ანტონი პასუხობს: „მე რატომ უნდა შევაფასო ის, რაც ჩემი შესაფასებელი არ არის”.

„ჩემი პიროვნული აზრი რჩება ჩემთან, საზოგადოებრივი აზრი ჰკითხეთ იმას, ვისაც ეს ეხება. ეს რომ ჩვენზე ყოფილიყო და საქართველოს გაეკეთებინა, შეიძლება შემეფასებინა. გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ და ახლა, მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე?” – განაცხადა მეუფე ანტონმა.

კომენტარები