მთავარიახალი ამბებიიმერეთი

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელი 2 მილიონს მოითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელი 2 მილიონს მოითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონს მოითხოვს.

გამსახურდიას ქუჩაზე სამართალდამცველების უპრეცდენტო რაოდენობაა მობილიზებული.

“საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით ნახევარი საათის წინ შეიჭრა.

თვითმხილველის განცხადებით, შენობაში შესვლის დროს მამაკაცმა გასროლა განახორციელა.

მისივე თქმით, შენობაში სავარაუდოდ, 10-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები