მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 131 წელი გავიდა

გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 131 წელი გავიდა

ვანში, გალაკტიონ ტაბიძის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში, პოეტის დაბადებიდან 131 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.

“პოეზიის მეფის“ 131-ე საიუბილეო საღამოზე, მონაწილეებმა წარმოადგინეს გალაკტიონის შემოქმედებაზე შექმნილი მუსიკალურ-ლიტერატურული პერფორმანსი.

გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს ჭყვიშში, კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან – თბილისის სასულიერო სემინარიაში. ის არის ჟურნალ “მნათობის” ერთ-ერთი დამაარსებელი.

1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” მას საყოველთაო აღიარება, “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანა, მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

კომენტარები