მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გარდაცვალების შემთხვევების ნაწილი გარკვეულწილად “ომიკრონის” შტამს უკავშირდება”

“გარდაცვალების შემთხვევების ნაწილი გარკვეულწილად “ომიკრონის” შტამს უკავშირდება”

დიდ, საერთო კოჰორტაში, გარდაცვალების შემთხვევების ნაწილი ბუნებრივია, გარკვეულწილად უკავშირდება „ომიკრონის“ შტამს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ შტამის შემთხვევაში ლეტალობის რისკი მეტია არავაქცინირებულ, მაღალი ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.

“ომიკრონის” შტამი აქტიურ ცირკულაციაში ჩვენ გვაქვს იანვრის თვიდან. ზუსტად ასეთი დიფერენცირება, რამდენი იყო „ომიკრონთან“ დაკავშირებული გარდაცვალება და რამდენი ისევ „დელტა“ შტამთან დაკავშირებული გარდაცვალება, ძალიან რთულია, რადგან ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები „ომიკრონის“ ჩვენ გვაქვს ერთეული. ძალიან მცირე იყო, 0%-ზე დაბალი „ომიკრონის“ კოჰორტაში გარდაცვალების მაჩვენებელი. თუმცა, დიდ, საერთო კოჰორტაში, გარკვეულწილად გარდაცვალების შემთხვევების ნაწილი ბუნებრივია უკავშირდება „ომიკრონის“ შტამს, რაც არის მაღალი ასაკის პირებში, პირებში, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები და თუ ეს პირები არ არიან ვაქცინირებულები. აი, ამ შემთხვევაში არის უფრო მეტი რისკი იმის, რომ „ომიკრონი“ დამძიმდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები