მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გაუმართავი და საშიში ლიფტია” – გუგუნავას 15/2-ის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

“გაუმართავი და საშიში ლიფტია” – გუგუნავას 15/2-ის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში მოსახლეობა გაუმართავი და ავარიული ლიფტების შესახებ საუბრობს.

ადგილობრივების თქმით, მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების უმრავლესობა გაუმართავია.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” გუგუნავას 15/2 დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ ლიფტი ხშირად არის გაფუჭებული, რადგან ის წყობიდან არის გამოსული.

“გაუმართავი და საშიშია. ხშირია შემთხვევები გაჭედვის, ასევე ძირითადად არ მუშაობს. ვითხოვთ დახმარებას”, – აცხადებენ გუგუნას ქუჩაზე მცხოვრებლები.

გაუმართავმა ლიფტმა ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა თბილისში, ვაზისუბანში, ძველ კორპუსში მოხდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაუმართავი და სიცოხლისთვის საშიში ლიფტების დიდი ნაწილი სწორედ ძველ კორპუსებზე მოდის. ირკვევა, რომ ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმი ბუნდოვანია და ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებელი უწყების მოძიებაც კი რთულია. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ქუთაისში ძველ კორპუსებში მოქმედი ლიფტების ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაშია.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” მზად არის, ყველა ქუჩასა და ყველა კორპუსში არსებულ გაუმართავ ლიფტზე ინფორმაცია გაავრცელოს და სავარაუდო პასუხისმგებელი უწყებები საქმის კურსში ჩააყენოს.

კომენტარები