დაახლოებით თვენახევრის წინ გაუჩინარებული სამტრედიელი გიგა ნადირაძე დღეს სოფელ გამორჩინებულში, ხრამში გადაჩეხილი იპოვეს.
ცხედარი შემთხვევით ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ნახა. ზურგჩანთაში ნაპოვნი პირადობის მოწმობით კი დადგინდა, რომ გარდაცვლილი 51 წლის გიგა ნადირაძე იყო.
გიგა ნადირაძემ ტელეკომპანია “ზარში” წამყვანი ოპერატორის პოზიციაზე რამდენიმე ათეული წელი იმუშავა.
მამაკაცს ივლისის ბოლოდან ეძებდნენ.
კომენტარები