გეგუთის ციხეში პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა, დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე წერს.
“ახლა ვზივარ და ვტირი, გეხვეწებით თუ ვინმეს რაიმე შეგიძლიათ, ვითხოვოთ ყველამ ერთად. გეგუთის დაწესებულებაში ზის პატიმარი, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა, დღეს დაკრძალვაა და ახლა უარის პასუხი მოსულა, როგორც მითხრეს, უარი გაყვანაზე, რომ მისი პატარა შვილის სხეულს ბოლოჯერ ჩახუტებოდა მისი მამაა.
სად არ წავედი ფიქრებით, როგორც ქრისტიანს სულის მარადისობის ხომ მჯერა, ხოდა რატომ არ უნდა ვიფიქრო, ეს პატარა მის მამას ელოდება ახლა, მოწყენილი ზის სადმე მისი დაღლილი ნატანჯი სხეულით.
გეხვეწებით, არ ვიცნობ ოჯახს, ადვოკატიც სხვა ჰყავს!!!
გემუდარებით, ვისაც საშუალება გაქვთ, ეგებ რაიმე შეძლოთ”, – წერს ტუკვაძე.
შენიშვნა: ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ მამას შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ.
კომენტარები