მთავარიახალი ამბებისლაიდი

გეგუთის ციხეში 90 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

გეგუთის ციხეში 90 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

გეგუთის მე-14 სასჯელალაღსრულების დაწესებულებაში 90 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ნათია ჩხეტიანი ავრცელებს.

“მე-14 დაწესებულებაში 90 პატიმარს დაუდასტურდა კორონავირუსი. სად უნდა გადაიყვანონ ამდენი ადამიანი? ვერსად, გამოიკეტებიან ისევ და მოედება მთელს ციხეს”, – აცხადებს ადვოკატი ნათია ჩხეტიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 2 760 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები