მთავარიახალი ამბები

გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე დროებითი გადახურვა მოეწყო

გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე დროებითი გადახურვა მოეწყო

გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციით და ზედამხედველობით მიმდინარეობდა.

“ახალი დროებითი გადახურვა წინა გადახურვასთან შედარებით არის გაცილებით მსუბუქი და ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისაგან ნებისმიერ კლიმატური პირობებში.

ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ფრესკების გადასარჩენად”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

კომენტარები