მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გელათის სამონასტრო კომპლექსზე ქუთაის-გაენათის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

გელათის სამონასტრო კომპლექსზე ქუთაის-გაენათის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

ქუთაის-გაენათის ეპარქია გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში 2020 წ. გაზაფხულზე გელათის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის) სამხრეთ-დასავლეთი კედლის ნაწილის მხატვრობა წვიმის გამო დაზიანდა. გელათის კომპლექსი იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სიაშია შეყვანილი. შესწავლილ იქნა დაზიანების მიზეზები. 2021 წლის იანვარში კულტურის მინისტრმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა პრესკონფერენცია გამართა ქუთაისში და საზოგადოებას გააცნო დაზიანების მიზეზი და მაშინვე დაისახა გზები დაზიანების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად. კულტურის სამინისტრომ იუნესკოს მიმართა თხოვნით რესტავრატორთა ჯგუფის გამოსაგზავნად. აღნიშნულმა ჯგუფმა შეისწავლა ვითარება და მიიღო გადაწყვეტილება სარესტავრაციო სამუშაოების ორი მიმართულებით წარმართვის თაობაზე. ერთ ჯგუფს დაევალა დაზიანებულ ადგილზე სახურავის გამოცვლა და თავის დროზე დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ხოლო რესტავრატორთა მეორე ჯგუფს დაევალა კედლის მხატვრობის ფიქსაცია, რათა კედელში გაჟონილ წვიმის წყალს უფრო მეტად არ დაეზიანებინა მხატვრობა. 2022 წლის გაზაფხულზე ორივე ჯგუფი შეუდგა თავის საქმიანობას. ა.წ. სექტემბერში რამდენიმე ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ კრიტიკულად შეაფასა ზოგიერთი რესტავრატორის მიერ შესრულებული სამუშაო. ამის გამო სარესტავრაციო სამუშაოები დროებით იქნა შეჩერებული და საქართველოს საპატრიარქომ და კულტურის სამინისტრომ მიმართვა იუნესკოს ხელმძღვანელობას, მაღალკვალიფიკაციური ექსპერტების მიერ შეფასებულიყო მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები. ექსპერტთა ჯგუფმა 28-30 ნოემბერს შეისწავლა სიტუაცია და 1 დეკემბერს საპატრიარქოში წარმოადგენს თავის დასკვნებს. ფართო საზოგადოება, ბუნებრივია, დაინტერესებულია გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების შედეგებით. ჩვენ ველოდებით ექსპერტთა დასკვნას, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება სამომავლო სარესტავრაციო სამუშაოების გაგრძელება.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული არასპეციალისტი ცდილობს თავისი დაუსაბუთებელი კერძო აზრების გავრცელებას საზოგადოებაში, რაც შეიძლება გახდეს სარესტავრაციოს სამუშაოების ხელის შემშლელი ფაქტორი.
ქუთაის-გაენათის ეპარქია მოგმართავთ თხოვნით, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მოთმინებით დაელოდოთ იუნესკოს ექსპერთა ჯგუფის დასკვნებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები