მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გელათის სამონასტრო კომპლექსში იტალიელი სპეციალისტები იმყოფებიან

გელათის სამონასტრო კომპლექსში იტალიელი სპეციალისტები იმყოფებიან

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ.

სტრუქტურული ინჟინრები ტაძარში დილიდან იმყოფებიან.

საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად მონასტერში არსებული მდგომარეობის პირველად დაკვირვებას ახდენენ, რის შემდეგაც სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიგეგმება.

სასულიერო პირების თქმით, მნიშვნელოვანია გელათის გადარჩენა, რის გამოც კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.

გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ რამდენიმე თვის წინ გადაიბარა. დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით პრეზენტაცია პატრიარქის მოსაყდრემ გამართა, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები