მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გელათის ტაძრის წინამძღვარი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

გელათის ტაძრის წინამძღვარი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

სხეულის 44%-იანი დამწვრობით, გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე ქუთაისიდან თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, არქიმანდრიტი თბილისის დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.

სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გელათის მონასტრის სენაკში ხანძარი 16 იანვარს გამთენიისას გაჩნდა. სასულიერო პირი შენობაში შევიდა, რა დროსაც ცეცხლი მის შესამოსელს წაეკიდა და მძიმე დამწვრობა მიიღო.

კომენტარები