მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“გელათი ინგრევა და ამას ადასტურებს რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩატარებული მეცნიერული კვლევა”

“გელათი ინგრევა და ამას ადასტურებს რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩატარებული მეცნიერული კვლევა”

“გელათი ინგრევა და ამას ადასტურებს რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩატარებული მეცნიერული კვლევა. ბოლო კვლევა ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის მიერ ჩატარებული ადასტურებს ყველაფერს, რაზეც დარგის სპეციალისტები, თვითმხილველები, მე და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ამ დარბაზში მუდმივად გეუბნებოდით. გელათი ინგრევა და იმ მიდგომით, რა მიდგომაც აქამდე აქვს გელათის სამინისტროს, როცა გასაიდუმლოებული აქვს იქ მიმდინარე პროცესები, როდესაც პროცესებიდან გამოთიშულია სამეცნიერო კომპონენტი და გაუგებარი მეთოდოლოგიით ხდება გელათში მუშაობა, ასე ჩვენ უკვე დავკარგეთ ძეგლის ნაწილი, რომელიც ვეღარ აღდგება და დავკარგავთ უფრო მეტს“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი “ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გელათის ტაძარზე პასუხისმგებლობა კულტურის სამინისტროს და მმართველ ძალას ეკისრება.

“ისტორია ყველას დაიმახსოვრებს. მათაც, ვინც ვცდილობდით და მათაც ვინც არაფერს არ აკეთებდით და პირში წყალი გქონდათ ჩაგუბებული. ინგრევა ტაძარი და ეს იქნება თქვენი პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ თეა წულუკიანის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები