მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გზირიშვილი, გიგაური, გურამიშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

გზირიშვილი, გიგაური, გურამიშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს გზირიშვილის, გიგაურის და გურამიშვილი გვარების ისტორიას გთავაზობთ.

გზირიშვილი – გავრცელებულია: კასპი, საგარეჯო, თბილისი. სამოხელეო ტერმინი გზირი. სულხან-საბას განმარტებით გზირი სხვათა ენაა, ქართულად შულტა ჰქვია. გიორგი გზირიშვილი მოიხსენიება ნასყიდობის წიგნში 1746 წელს.

გიგაური – ხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარი. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს “გიგა”, “გიგი”, “გიგო”. ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი “გიგაური” სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.

გურამიშვილი – ქართლის სათავადო საგვარეულო, ზედგინიძეთა ერთ-ერთი შტო. ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს წარჩინებულ მთავართა შორის, მიუთითებს წარმოშობას კახეთიდან. საგურამო გურამიშვილთა სამკვიდრო იყო; შეიცავს საკუთარ სახელს გურამი, ძველი სახით იგივე გუარამ : გურამ კურაპალატი, გუარამ მამფალი, გუარამ ერისთავი.

ცნობისთვის, “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.

კომენტარები