არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ეთნოგრაფიული მუზეუმის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროებით შეჩერებას და პროექტის კორექტირებას ითხოვს.
მისი თქმით, შენობა ავარიულია, დარჩენილი მხოლოდ დასავლეთის ერთი კედელი, ისიც ამორტიზირებული და არაეკონომიურია მისი აღდგენა და გამაგრება.
“ეს შენობა შემოჭრილია მოედნის არეალაში 8 მეტრითა და 60 სმ, ეს განპირობელულია იმით, რომ 1939 წელს დაიწყო თეატრის მშენებლობა და მისი დიდი გაბარიტების გამო საჭირო გახდა მოედნის გაგართოება აღმოსავლეთის მხარს. აღნიშნული შენობა კი შემოჭრილი დარჩა.
მინდა ვთხოვო საქართველოს ეკონომიკის და მდგარადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს, ასევე საქართველოს სივრცითი მოწყობის დეპარტამენტის უფროსს იოანე მენაბდეს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბს, ქუთაისის არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარეს ბატონ ზაზას, ძეგლთა დაცვას და ჩვენი ქალაქის მერს ბატონ იოსებ ხახლეიშვილს, ბატონებო, გთხოვთ გამოიჩინოთ ძალისხმევა, რომ დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, შევიდეს კორექტირება არსებულ პროექტში, მოხდეს დემონტაჟი დარჩენილი ამორტიზირებული კედლის და აშენდეს ახალი შენობა, რომელიც შეეფერება არსებული ცენტრალური მოედნის გენერალურ გეგმას.
რაც შეეხება ამ აღმოსავლეთის მხარის მნიშვნელობას, ეს იგივეა რა მნიშვნელობაც აქვს იმ მხარეს, სადაც არის განთავსებული საკრებულოს შენობა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წამყვანია ეს მხარე, ცენტრალური მოედანი ქუთაისის და საჭიროა მისი სწორი ურბანული განვითარება“, – აცხადებს არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი.
კომენტარები