მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გია გოქაძე ქუთაისის პოლიციის პირველ განყოფილებაში მედიასთან ერთად მივიდა, თუმცა პოლიციის მაღალჩინოსნები არ შეხვდნენ

გია გოქაძე ქუთაისის პოლიციის პირველ განყოფილებაში მედიასთან ერთად მივიდა, თუმცა პოლიციის მაღალჩინოსნები არ შეხვდნენ

ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” თავმჯდომარე გია გოქაძე ქუთაისის პოლიციის პირველ განყოფილებაში არასამართავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

გია გოქაძემ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მას ჟურნალისტებთან დასამალი არაფერი აქვს და პოლიციის ხელმძღვანელმა მას სწორედ მედიის წარმომადგენლებთან ერთად უთხრას, რა მიზეზით იბარებდნენ განყოფილებაში.

პოლიციის მაღალჩინოსნები გია გოქაძესთან შესახვედრად არ გამოვიდნენ.

ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” ინფორმაციით, გია გოქაძის საცხოვრებელ სახლში დღეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და იდენთიფიცირების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოითხოვეს, თვითმხილველთა ჩართულობის და ვიდეო გადაღების მცდელობა პოლიციის თანამშრომლების ადგილიდან გაქცევით დასრულდა.

კომენტარები