მთავარიახალი ამბებისლაიდი

გოგი წულაია – მეტის ღირსი ხართ “ოცნების“ ამომრჩეველო, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?!

გოგი წულაია – მეტის ღირსი ხართ “ოცნების“ ამომრჩეველო, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?!

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ბუკიას ქუჩის კვეთაზე ტროტუარი მესამე დღეა, ჩანგრეული და ყურადღებას არავინ აქცევს.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალი ადგილი, თუმცა შესაძლოა სავალალო შედეგებზე არავინ ფიქრობს.

“ამაზე მეტი ხალხმრავალი ადგილი არ არსებობს ამ ქალაქში, ამას უკვე ეტყობა, რომ ამ ზოლზე მთლიანად ჩაინგრევა, ან მერი არ გყავს ამ ქალაქს ვეკითხები, ან მოადგილე, ან ვინმე არ დადის ამ შობელძაღლ ქალაქში? ა, მანქანებით დაბრძანდებით ყველანი? ბოდიშს გიხდით. მეტის ღირსი ხართ „ოცნების“ ამომრჩეველო, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ ეგ ვერ გავიგე“, – განაცხადა წულაიამ.

ვიდეო: https://www.facebook.com/gogi.tsulaia.33/videos/625486868496246/

კომენტარები