მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დავით გობეჯიშვილს სამშობლოში სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ

დავით გობეჯიშვილს სამშობლოში სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ

უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ. მანამდე კი უკრაინის დედაქალაქში დავით გობეჯიშვილი სამხედრო პატივით გააცილეს, ცხედარი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში დაასვენეს და მის ხსოვნას უკრაინელმა და ქართველმა ჯარისკაცებმა პატივი მიაგეს.

“დილით ალბათ, გობეჯიშვილის ცხედარი უკვე ლვოვში იქნება, შემდეგ ვარშავაში უნდა გადაასვენონ, და უკვე ფრენაზეა დამოკიდებული, მაქსიმუმ დღე-ნახევარში საქართველოში უნდა იყოს. რუსებმა საგრძნობლად შეაჩერეს შეტევები, ეს იმის ბრალია, რომ დემორალიზებული ჰყავთ ჯარი, პლუს როგორც გვაქვს ინფორმაცია, როტაციას ვერ ახდენენ, აღარ უნდათ ხალხს წამოსვლა ომში თვითონ რუსეთიდანაც”, – ამბობს ვანო ნადირაძე.

ნადიმ ხმალაძე ამბობს, რომ ლვოვისკენ მძიმე გასავლელი გზაა. დავით გობეჯიშვილი ქალაქ ირპენთან რუსეთის სამხედრო აგრესიას ემსხვერპლა. მარიუპოლში რჩება კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ბახვა ჩიქობავას ცხედარი, მისი გამოყვანა ალყაშემორტყმული ქალაქიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

კომენტარები