მთავარიახალი ამბებისლაიდი

დაკავებული ქუთაისელი აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო

დაკავებული ქუთაისელი აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო

დაკავებული ქუთაისელი აქტივისტების – მიხეილ მუმლაძისა და იმედა ონიანის სასამართლო პროცესი გადაიდო.

პროცესის გადადების შუამდგომლობა ადვოკატებმა დააყენეს.

სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა და უდანაშაულოები არიან.

მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი პოლიციამ ქუთაისში 4 ნოემბერს, გვიან ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა. სამოქალაქო აქტივისტები ბანერზე საპროტესტო შინაარსის წარწერის გაკეთების მომენტში აიყვანეს. ისინი ბანერის ქალაქის ცენტრში, მუზეუმის ყოფილ შენობაზე გადმოფენას გეგმავდნენ, რისი შესაძლებლობაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულების ახლობლებს მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. საბოლოოდ გაირკვა, რომ ისინი სამტრედიის პოლიციაში გადაიყვანეს.

კომენტარები