მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი რუჯის მოყვარულებს აფრთხილებს

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი რუჯის მოყვარულებს აფრთხილებს

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ რუჯის მიღებისთვის გავრცელებულ საშიშ მეთოდზე – ლეღვის ნახარშზე ისაუბრა.

“ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვრობის შემთხვევა აღარ იქნება. ლეღვის ფოთლების ნახარში და რუჯი ერთმანეთთან საერთოდ არ არის კავშირში. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ ნახარშის გამოყენება და დამწვრობის მიღება ერთი და იგივეა. რუჯის ეფექტს ვერანაირად ვერ მივიღებთ“, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, მეცნიერები თანხმდებიან, რომ უსაფრთხო რუჯი არ არსებობს და რომ ნებისმიერი რუჯი კანს გარკვეულწილად აზიანებს.

კომენტარები