მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დატბორილი გზები, ეზოები და პარკები – ძლიერმა წვიმამ წყალტუბო დააზარალა

დატბორილი გზები, ეზოები და პარკები – ძლიერმა წვიმამ წყალტუბო დააზარალა

ძლიერმა წვიმამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. წყალმა დაფარა ქალაქის ცენტრალური პარკი, გზები, ქალაქის რკალზე განლაგებული შენობები.

ვაზნარის ღელის ადიდების გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები.

უხვმა ნალექმა ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა ასევე 9 აპრილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები