მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დედა კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ერთადერთი შვილის გადარჩენას ითხოვს

დედა კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ერთადერთი შვილის გადარჩენას ითხოვს

დედა კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ერთადერთი შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს.

როგორც ხათუნა თუთისანი სოციალურ ქსელში წერს, ისინი პოლონეთში იმყოფებიან, სადაც მისმა შვილმა თავზე ტრავმა მიიღო და ოპერაციის შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაშია.

მისივე თქმით, არ აქვთ დაზღვევა და არ უფინანსდებათ ოპერაცია და რეანიმაციის ხარჯები.

“ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო. უმეტესობამ იცის უკვე რა დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. ჩემმა გიორგიმ, ჩემმა ერთადერთმა შვილმა მიიღო თავზე ტრავმა. გაუკეთდა ოპერაცია, ამჟამად იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. ამ ეტაპისთვის იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ვართ პოლონეთში, არ გვაქვს დაზღვევა, არ გვიფინანსებენ ოპერაციის და რეანიმაციის თანხას. ძალიან მერიდება, თუმცა სხვა გამოსავალი აღარ გვაქვს. თქვენი დახმარება გვჭირდება, ვისაც რისი საშუალება გაქვთ. დაგვეხმარეთ და გამომაყვანინეთ გიორგი ამ მდგომარეობიდან. ყველას ბოდიშს გიხდით და თქვენი იმედი მაქვს”, – წერს ხათუნა თუთისანი.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

თიბისი ბანკი
GE09TB7641045061100002

საქართველოს ბანკი
GE32BG0000000204677800
მიმღები: ლელა კოპალიანი
პ.ნ 62005008616

პოლონეთი, დედის ანგარიშის ნომერი:
42109028510000000146806430

კომენტარები