მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დეკემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 27.4%-ით, პური და პურპროდუქტები კი 22.1%-ით გაძვირდა

დეკემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 27.4%-ით, პური და პურპროდუქტები კი 22.1%-ით გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8% შეადგინა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.41 პროცენტული პუნქტით აისახა.

ყველაზე მეტად, 27.4%-ით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 22.1%-ით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. ფასებმა 21.4%-ით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. ყავა, ჩაი და კაკაო 18.4%-ით გაძვირდა; რძე, ყველი და კვერცხი 17.5%-ით; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 14.1%-ით; თევზეულზე ფასებმა 13.4%-ით მოიმატა; ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.7%-ით გაძვირდა, ხოლო ზეთი და ცხიმი – 6.8%-ით.

კომენტარები