მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დვალი, დოლაბერიძე, ედიშერაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

დვალი, დოლაბერიძე, ედიშერაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს დვალის, დოლაბერიძის და ედიშერაშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

დვალი – გავრცელებულია ქუთაისში, ამბროლაურსა და თბილისში. იბერიულ- კავკასიური ტომი ძველ საქართველოში. ანტიკურ წყაროებში პირველად მოხსენიებულნი არიან ახალი წ. აღ. I-II სს-ში თალის, ვალის, უვალის სახელწოდებებით, სახლობენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში- დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის, ისტორიულ დვალეთში. ისტორიულად ცნობილია დვალები, ქართველი კალიგრაფები. დვალები ასურეთში გადმოვიდნენ 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთიდან.

დოლაბერიძე – გავრცელებულია მაღლაკში (წყალტუბოს რაიონი ) და სხვ. შეიცავს რთული შედგენილობის საკუთარ სახელს დოლაბერი.

ედიშერაშვილი – გავრცელებულია ხოვლეში (კასპის რ.), ქარელისა და გორის რაიონებში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – ედიშერა. “ედიშერაშვილნი არიან ედისიდგან მოსულნი ხეობასა შინა ძველადვე აზნაურნი”. დავით ედიშერაშვილი (1935წ.), ზესიძედ ჩასახლდა მუხათში არტემ მურადაშვილთან. გადმოვიდა გომარეთიდან (დმანისის რ-ნი). შედარებითი გვარებია: ედიშერიძე, ედიშეროვი (იგივე ედიშერაშვილი).

ცნობისთვის, “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.

კომენტარები