მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“დიდხანს კამათობდით რომელიღაც “კაფის” გაყიდვაზე, როგორი იქნება ქუთაისის ხვალინდელი დღე, ერთი თქვენგანიც არ დაინტერესებულა”

“დიდხანს კამათობდით რომელიღაც “კაფის” გაყიდვაზე, როგორი იქნება ქუთაისის ხვალინდელი დღე, ერთი თქვენგანიც არ დაინტერესებულა”

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი, ნიკეას მაჟორიტარი დეპუტატი, ქუთაისის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ანა კოხრეიძე “ქართული ოცნების” დეპუტატებს მიმართავს.

საკრებულოს დეპუტატებს აინტერესებს, რატომ არ უჩნდებათ “ოცნების” დეპუტატებს კითხვა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც უხარისხოდ სრულდება და დროში ჭიანურდება.

“მინდა ჩემი გულისტკივილი და შეშფოთება გაგიზიაროთ. მოგეხსენებათ მე გახლავართ ნიკეა ძელქვიანის მაჟორიტარი, ჩემს ამომრჩევლებთან შეხვედრისას, ძალიან ბევრი პრობლემები გამოიკვეთა, აქედან გამომდინარე, მორიგ საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ჩატარდა ა.წ 27 სექტემბერს. საკრებულოს თავჯდომარეს ბატ.ირაკლი შენგელიას ვთხოვე. მოეწვია: ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, და სხვა დანარჩენი სამსახურების ხელძღვანელები, რათა გვესაუბრა იმ მტკივნეულ და ჯერ კიდევ შეუსრულებელ სამუშაობზე (უნიათოდ, უხარისხოდ და დროში უსასრულოდ) რომ ჭიანურდება. პასუხი: ფრაქციის სხდომაზე შეგიძლიათ მოიწვიოთ და განიხილოთ. მე მაქვს შეკითხვა საკრებულოს ” ქართული ოცნების” დეპუტატების მისამართით, ნუთუ ყველაფერი ასე იდიალურად მიმდინარეობს, შენდება და მშვენდება ჩვენი ქალაქი და ერთი კითხვაც კი არ გაგაჩნიათ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც მხოლოდ ოპოზიციის წუხილის საგანია?

ვიცით და ვხედავთ თქვენი მმართველობის პერიოდში, როგორ გააღარიბეთ, გააქციეთ ხალხი სარჩოს საძებრად საზღვარგარეთ, როგორ დატოვეთ სოციალურად დაუცველები, წელიწადში 100 ლარის იმედად და ბევრი სხვა, აქედან გამომდინარე საკუთარი კეთილდღეობა გადარდებთ მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. თორემ ჩემს ინიციატივას თუ საით მიდის ქალაქი რა კეთდება თუ ფუჭდება ეს თემა აუცილებლად დაგაინტერესებდათ. მე დავტოვე სხდომა, პროტესტის ნიშნათ და თქვენ დიდხანს კამათობდით რომელიღაც “კაფის” გაყიდვაზე. გლობალური თემებია. კი ღირს საკამათოთ. როგორი იქნება ჩვენი ქალაქის ხვალინდელი დღე ამაზე ერთი თქვენგანიც არ დაინტერესებულა. იმედია, მალე შეიცვლება ყველაფერი და ქართველი ხალხი მათ ფინანსებს თქვენ არ მოგანდობთ სამართავად”, – წერს ანა კოხრეიძე.

კომენტარები