ვანის მუნიციპალიტეტში, მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა ევალებოდა და მოზარდები გარყვნილ ქმედებას ედავებიან, ამ დრომდე დაკავებული არ არის.
მძიმე დანაშაულში ბრალდებული კაცის მეუღლე კი ვანის ერთ-ერთი სოფლის სკოლის დირექტორია, რომელმაც თანამდებობა დატოვა.
სკოლის თანამშრომლები იხსენებენ, რომ დირექტორი სკოლაში ტირილით მივიდა, ფაქტის შესახებ მოყვა და განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა.
“შევიტყვეთ, რომ მოხდა ასეთი შემზარავი ფაქტი და ძალიან შეწუხებული ვიყავით, დირექტორი შემოვიდა და ტიროდა. გვითხრა, ასეთი რა მოხდა და მე უნდა დავტოვო სამსახურიო. არასდროს შემიმჩნევია, მე პირადად დავყვები ამ მარშრუტკას. არ მაქვს უფლება რიგით მასწავლებელს ბავშვი გავაჩერო და ამ საკითხზე გავესაუბრო”, – აცხადებს ერთ-ერთი მასწავლებელი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება 141-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
კომენტარები