მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დღეს დიდი ხუთშაბათია

დღეს დიდი ხუთშაბათია

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს ზიარების საიდუმლოს დაწესებას უკავშირდება.

სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება ტარდება. ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.

დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ.

მრევლი ღვთიმსახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც შემდეგ სახლში მიაქვთ.

კომენტარები