მთავარიახალი ამბებისლაიდი

“დღეს ვარ მიშისტი”- ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს

“დღეს ვარ მიშისტი”- ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

მისი თქმით, აუცილებელია სააკაშვილმა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვოს.

“ცხოვრებაში არასდროს არავისტი არ ვყოფილვარ, ვერც ვერავინ გამიბედავდა მსგავსს. ქვეყნისტი – კი.

დღეს ვარ მიშისტი.

ვაღიარებ და ვამაყობ, რომ ჩემს ქვეყანას გმირები ყავდა, ყავს და ეყოლება”, – წერს ამირან ხვადაგიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მე-8 დღეა, შიმშილობს.

კომენტარები