მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ევროპას ძალიან უჭირს, კონდიციონერს და ცხელ წყალს თიშავენ, რომ ნახევარი საათით ნაკლები იბანაონ”

“ევროპას ძალიან უჭირს, კონდიციონერს და ცხელ წყალს თიშავენ, რომ ნახევარი საათით ნაკლები იბანაონ”

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ამტკიცებს, რომ ევროპა არის ის, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს, ევროკავშირი, ევროკომისია, ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავისი პოლიტიკური მიზანშეწონილობის და ინტერესების მიხედვით მოქმედებენ.

“რაც შეეხება სასამართლოს, „გელაპის” კვლევა ჩატარდა ამერიკაში და უზენაესი სასამართლოს ნდობა მინიმუმამდე – 25%-მდეა დასული და ჩვენ გვიკარნახონ სასამართლოს და მოსამართლეების ამბავი, ცოტა უხერხული მგონია თქვენი მხრიდან. ხალხს, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ერთი რამე გონია, იმათთან ზედმეტია მცდელობა რამე შეაგნებინო. ევროკავშირი, ევროკომისია და ა.შ. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავისი პოლიტიკური მიზანშეწონილობის და ინტერესების მიხედვით მოქმედებენ.

ევროპა აბსოლუტურად სხვა რამეა. ევროპა არის ის, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს, დღე არ გადის, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პრემიერ-მინისტრი არ გადადგეს. ეს არის ფაქტი და ასევე ის, რომ კონდიციონერს და ცხელ წყალს თიშავენ, რომ ნახევარი საათით ნაკლები იბანაონ. ეს ჩანს ყოველ შემთხვევაში რაც ხდება და ის, რასაც გლობალური მეინსტრიმ მედიასაშუალებები გვაწვდიან, ძირითადად ყურით მოთრეული ტყუილებია“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ ტვ “მაესტროზე“, საავტორო გადაცემაში „უცნობის კიდობანი”.

კომენტარები