მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ევროპაში “მაიმუნის ყვავილის” 100-ზე მეტი დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული

ევროპაში “მაიმუნის ყვავილის” 100-ზე მეტი დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული

ევროპაში “მაიმუნის ყვავილის” 100-ზე მეტი დადასტურებული, ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამ დროისთვის შემთხვევები დაფიქსირებულია: ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.

დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში გამოვლინდა, როგორც წესი, მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება და აფრიკის ფარგლებს გარეთ მისი გავრცელება ძალიან იშვიათია, ამიტომ ბოლო პერიოდში შემთხვევების ასეთმა მატებამ შეშფოთება გამოიწვია.

“მაიმუნის ყვავილის“ საინკუბაციო პერიოდი 7-დან 14 დღემდე გრძელდება. თავდაპირველი სიმპტომები გრიპის მსგავსია, მათ შორის არის ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, შემცივნება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ზოგადი მოთენთილობა.

შემდეგ მოდის გამონაყარი სახესა და სხეულზე, მათ შორის პირში, ხელის გულებსა და ტერფებზე.

გამოყრილი მუწუკები სითხით არის სავსე და ხშირად წითელი წრეები აკრავს. ბოლოს ისინი ფუფხად გარდაიქმნება და ორ-სამ კვირაში თავისით ცვივა. კანზე შეიძლება დატოვოს ნაწიბურები. ინფექცია ძირითადად თავისით გაივლის და 14-დან 21 დღემდე გრძელდება.

 

 

კომენტარები