მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძალოსნად ლაშა ტალახაძე დაასახელა

ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძალოსნად ლაშა ტალახაძე დაასახელა

ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძალოსნად ლაშა ტალახაძე დაასახელა.

ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა ონლაინგამოკითხვაში 4 750 ხმა მიიღო და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა.

გასულ წელს ტალახაძემ ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. კონტინენტის წლის საუკეთესო ძალოსნისთვის დაწესებულ ჯილდოს მას 27 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გადასცემენ.

კომენტარები