მთავარიახალი ამბებისლაიდი

ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა

ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

“უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს, კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტლისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება”, – აღნიშნავენ სასწავლებელში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით შეიქმნა.

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრი 2019-2021 წლებში იყო.

კომენტარები