მთავარისლაიდიპოლიტიკა

ენმ-ის ქუთაისის საკრებულოს პროპორციული და მაჟორიტარული სია (ექსკლუზივი)

ენმ-ის ქუთაისის საკრებულოს პროპორციული და მაჟორიტარული სია (ექსკლუზივი)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საკრებულოს პროპორციული სიის ათეული infoimereti.ge-სთვის ცნობილია.ყოფილი საპარლამენტო ქალაქის სიის პირველი ნომერი, მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერი გიგა შუშანიაა.

სიის ათეული კი ასეთია: 1. გიგა შუშანია 2. გიორგი კილაძე 3. ხათუნა არველაძე 4. გაგა მანაგაძე 5. კახა გაბუნია 6. ქეთი ხურციძე 7. ბექა ქვაჩაკიძე 8. ლაშა შალამბერიძე 9. ნინო ბიბილეიშვილი 10. დავით ბახტაძე

ასევე infoimereti.ge-სთვის ცნობილია პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებიც.

ნატო დანელია-  საფიჩხია, კახიანოურის მაჟორიტარობის კანდიდატი;

ანა კოხრეიძე-  ნიკეა, ძელქვიანის მაჟორიტარობის კანდიდატი;

ბესო ბრეგაძე- ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი;

ნიკა ნარსია- ქალაქმუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატი;

ჯუბა შაშიაშვილი- ვაკის უბანი,  სულხან-საბას  მაჟორიტარობის კანდიდატი;

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  უქიმერიონში მხარს ამირან ძოწენიძეს დაუჭერს. რაც შეეხება გამარჯვების ტერიტორიულ ოლქს, ჯერჯერობით უცნობია ვის დაუჭერს მხარს მთავარი ოპოზიციური პარტია.

შეგახსენებთ, რომ  ქვეყანაში ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები