მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ერთი ნაოჭიც არ მაქვს, თმასაც თვითონ ვიღებავ… მხო­ლოდ თეატრი იყო ჩემი ცხოვრება” – 89 წლის ქუთაისელი მსახიობი

“ერთი ნაოჭიც არ მაქვს, თმასაც თვითონ ვიღებავ… მხო­ლოდ თეატრი იყო ჩემი ცხოვრება” – 89 წლის ქუთაისელი მსახიობი

ახ­ლა­ხან ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში 89 წლის ლა­მა­რა ვა­შა­კი­ძის ცეკ­ვა გავრცელდა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა.

სი­ცო­ცხლით სავ­სე, მომ­ხიბ­ვლე­ლი მსა­ხი­ო­ბი იმ­დე­ნად არაჩვეულებრივად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, მისი ასაკის გაჟ­ღე­რე­ბამ ძალიან ბევ­რის გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ლამარა ვაშაკიძე დამსახურებული არ­ტის­ტია, 2014 წელს მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ, თე­ატ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბის – ლა­მა­რა ვაშაკიძისა და ნა­თე­ლა სა­ღა­რა­ძის ვარსკვლავე­ბი გა­იხ­სნა. ლა­მა­რა ვა­შა­კი­ძეს, რო­მე­ლიც 19 წლიდან ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, 100-ზე მეტი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

“89 წლის გახ­ლა­ვართ, თე­ბერ­ვალ­ში 90 წელი მის­რულ­დე­ბა…

65 წელი თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი. აკა­კი ვა­სა­ძე რომ ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში 1958 წელს, იმის მერე თე­ატ­რში ვი­ყა­ვი… 1956 წელს დავამთავრე – თენ­გიზ არჩვა­ძეს­თან, ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძეს­თან, ზინა კვერენჩხილაძესთან და ასეთ სა­უ­კე­თე­სო­ებ­თან ერ­თად…

ერთი კურ­სი­დან ექ­ვსი ვარ­სკვლა­ვი გა­მო­ვე­დით.

თე­ატ­რის გარ­და მე არა­ფე­რი მე­კი­თხე­ბო­და… ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მყავს, რო­მე­ლიც ახლა 65 წლი­საა და მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, გან­სა­კუთ­რე­უ­ლი შვი­ლია! ასე­თე­ბი ათას­ში ერთი გა­მო­დი­ან… მის გაზ­რდა­სა და აღ­ზრდა­ში დედა, დე­ი­და და ჩემი და მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მათი გაზ­რდი­ლია. მე ფი­ზი­კუ­რი ჯაფა არ დამ­დგო­მია. მო­ვი­დო­დი სახ­ლში, და­ვის­ვე­ნებ­დი და მხო­ლოდ თე­ატ­რი იყო ჩემი ცხოვ­რე­ბა. კი­ნო­ზე უარი ვთქვი, რად­გან თვე­ო­ბით გა­და­ღე­ბებ­ზე წას­ვლა არ შემეძლო.

გურ­მა­ნი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ ბევ­რის მირ­თმე­ვა არა­სო­დეს მიყვარდა… ამო­ჩე­მე­ბუ­ლი მაქვს ყავა, თუ სად­მე მივ­დი­ვარ, ავაქაფქაფებ და დავ­ლევ. ღა­მის ორ სა­ათ­ზეც და­მი­ლე­ვია ჩაი, რძე, ხაჭო, რამე მსუ­ბუ­ქი… ახლა მო­მა­ტე­ბუ­ლი ვარ და ვი­დე­ო­ში ჩემი თავი არ მო­მე­წო­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვიკ­ლო! ადრე სატელევიზიო კად­რებ­ში უფრო თხე­ლი ვარ… ჯერ კი­დევ ბავშვობიდან ვფიქ­რობ­დი, რომ ასაკ­ში არ მქო­ნო­და ნა­ო­ჭე­ბი და დაბერებული ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ერთი ნა­ო­ჭიც არ მაქვს, თმებ­საც თვითონ ვი­ღე­ბავ. ბავ­შვო­ბი­დან თა­ვად ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, არანაირი ბოტოქსები და ჩა­რე­ვე­ბი. თუმ­ცა სხვებ­ზე მომ­წონს, მოვლილები და კარ­გად რომ არი­ან”, – აცხადებს მსახიობი ambebi.ge-სთან.

კომენტარები