მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეს ამბავი ეხება ყველა სკოლის მოსწავლეს და მშობლებს” – ქუთაისში პედაგოგები ბავშვებს და მშობლებს აფრთხილებენ

“ეს ამბავი ეხება ყველა სკოლის მოსწავლეს და მშობლებს” – ქუთაისში პედაგოგები ბავშვებს და მშობლებს აფრთხილებენ

ქუთაისში საჯარო სკოლების მასწავლებლები ბავშვებს და მშობლებს აფრთხილებენ.

მათი ინფორმაციით, ქუთაისში უცნობი პირები გამოჩნდნენ, რომლებიც ბავშვებს მოტყუებით მანქანაში ისვამენ.

“ბავშვებო, ეს ამბავი, რასაც ახლა დავწერ, ყველას გვეხება. სკოლებთან, გამოსვლის დროს, მიდიან ვიღაცები, გოგონებს სთხოვენ, რომ ვითომ მიხმარება სჭირდებათ, მაგალითად, ვინმესთვის ყვავილების მისართმევად, თავად არ უნდათ გამოჩნდნენ და მოტყუებით პატარა გოგონებს ისვამენ მანქანებში. სკოლების მასწავლებლები და დირექტორები მშობლებს აფრთხილებენ. ავრცელებენ ხმოვან შეტყობინებებს. წარმოგიდგენიათ რა დღეში ვართ? პოლიციამ სავარაუდოდ, იცის ეს ამბები, მაგრამ არ ვიცი რა რეაგირებაა”, – წერს პედაგოგი მოსწავლეების ჩატში.

კომენტარები